en
ge

ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდმა საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა

 თბილისი. 5 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის  2013 წლის მესამე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული კონკურსი სხვა კონკურსებისგან რამდენიმე კომპონენტით გამოირჩევა: პირველად ფონდის არსებობის მანძილზე კონკურსი ცხადდება მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებისთვის. დედაქალაქში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად კოალიციური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. კონკურსის მთავარი იდეაა საქართველოს რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი თავისუფალი დროის სწორად განაწილება და სამუშაო გამოცდილების მიღება.
მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებას მოიწონებს სამინისტროს სათათბირო, საინიციატივო ჯგუფს თუ ფიზიკურ პირს მიეცემა რეკომენდაცია, რომ ოფიციალურად დააფუძნოს ახალგაზრდული ორგანიზაცია;
ასევე, პირველი და მეორე საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საპროექტო აპლიკაციის გამარტივებული ფორმით, რომელიც შესაძლებელია ჩამოიტვირთოს ფონდის ვებ-გვერდიდან;
სამინისტროს სახელით გაეგზავნა მიმართვები საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებს. ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით შესაძლებელი გახდება პროექტების ადგილობრივად მიღება. ამრიგად, დაინტერესებული პირები თავისსავე ქალაქში შეძლებენ პროექტების წარმოდგენას; არსებობს მეორე შესაძლებლობაც: სურვილის შემთხვევაში პროექტები მიიღება ელექტრონულადაც, ფონდის ელექტორნული ფოსტის მეშვეობით.
სპეციალურად მესამე საგრანტო კონკურსისთვის, ფონდის წარმომადგენლები 3 კვირის განმავლობაში მოაწყობენ შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ეს იქნება უპრენცენდენტო რეგიონალური კამპანია. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა უშუალოდ შეხვდეს წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. ინფორმაცია შეხვედრების განრიგების შესახებ ეტაპობრივად განთავსდება სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე.  
პროექტები მიიღება 5 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით 
წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)