en
ge

„შეშა – გარანტიით“

სამცხე–ჯავახეთი. ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან "ტყის მდგრადი მართვის" პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2013–2014 წლების ზამთრის სეზონისათვის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის საკითხები,  რესურსების გამოყოფა-მოხმარების შესახებ სიახლეები  და სახელმწიფო გეგმები განიხილეს.
„ინიციატივის მიზანი ტყის რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუმჯობესება, პირველ რიგში კი, ზამთრის სეზონისთვის დროული მომზადებაა. ამისთვის მნშვნელოვანია შეიქმნას რეალურად განხორციელებადი მოდელი, რომელიც მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსით გარანტირებულად უზრუნველყოფს, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მისაღები იქნება, რეგიონის ტყეებს კი იმ სერიოზულ ზიანს ააცილებს, რაც ყოველწლიურად შეშის უსისტემო მოპოვებასთანაა დაკავშირებული. მართვისა და მონიტორინგის ორგანოების გარდა მნიშვნელოვანია პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართაც – ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა–გათვალისწინების მიზნით" – აცხადებს ხათუნა ხმალაძე, OECI–ის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)