თბილისი. 7-9 აგვისტოს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში „ქალთა იურიდიული გზამკვლევის" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საუბრები იქნება თემენზე: ქალი და ოჯახი, ქალი და შრომა, განათლების უფლება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, ოჯახში ძალადობა, სოციალური საკითხები და ა.შ. გზამკვლევი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის" მიერ მომზადდა.
პროექტი დაფინასებულია გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა (GIZ) და ქალთა გაეროს ფონდის (UN WOMAN) მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში