კახეთი. 2 აგვისტოს თუშეთში ეკო–ბანაკი გაიხსნა, რომელშიც
კახეთის რეგიონის ცხრა ეკო–კლუბის წარმომადგენლები მიიღებენ ცოდნას გარემოს დაცვის
შესახებ. ბანაკი აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორმა სტივენ ჰაიკინმა
გახსნა.
აშშ–ს
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტმა წყალშემკრებ აუზებში ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა (INRMW) დახმარება გაუწია 38 ეკო-კლუბს ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, ამბროლაურის, ონის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლებში. ეკო-კლუბების მიზანია ახალგაზრდების ჩართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში.
წყარო: აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გვერდი სოციალურ ქსელში