en
ge

ტრენინგები „ბუფერული ზონის“ სოფლების პედაგოგებისთვის

შიდა ქართლი. ცენტრი „აფხაზეთი"  გორში ატარებს ტრენინგებს თემებზე: „სასკოლო კლუბების მუშაობის ფორმები და მართვა" და „ბავშვი ბავშვისთვის" სწავლების მეთოდოლოგია.
ტრენინგებში, რომლებიც მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების კლუბების შექმნისა და განვითარების საქმეში მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდას, გორის რაიონის „ბუფერული ზონის" სოფლების 80 პედაგოგია ჩართული.
ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციასა და ცოდნას პედაგოგები საკლუბო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გამოიყენებენ, სადაც მოსწავლეთა ჩართულობას მაღალი ყურადღება მიექცევა. 
ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის – „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)