თბილისი. „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, გამოიცა ახალი სახელმძღვანელო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისათვის. სახელმძღვანელო შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა თანაბარი განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა" ფარგლებში.
სახელმძღვანელო აგებულია რჩევებზე, რომელსაც სპეციალისტები აძლევენ მშობლებს, რომელთაც ყავთ სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ესენია: ინტელექტუალური თუ მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვები, სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე ბავშვები, მოტორული ფუნქციების განვითარების დარღვევების და რთული ქცევის მქონე ბავშვები, აგრეთვე აუტისტი ბავშვები და ა.შ.
წყარო: „პირველი ნაბიჯის" გვერდი სოციალურ ქსელში