en
ge

„ჩემი სამყარო“–გაეროს პროექტის ფარგლებში აქტუალური საკითხების შერჩევა დაიწყო

სამეგრელო.7 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალგაზრდა პარლამენტარებმა, გაეროს პროექტის – „ჩემი სამყაროს" – ფარგლებში, ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდები გამოკითხეს. შეხვედრაზე გაეროს მიერ ინიცირებული 16 თემიდან ექვსი შეირჩა, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით განხორციელებული გამოკითხვის შედეგების შეჯერების საფუძველზე, მთავრობა სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს. აუდიტორიამ ერთ-ერთ ძირეულ გამოწვევად ხელმისაწვდომი და სრულფასოვანი კვების პრობლემა დაასახელა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, თანამედროვე სამყაროში ტექნიკურმა წინსვლამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯანსაღ პროდუქტებზე.  შეხვედრის მონაწილეებმა ხარისხიანი განათლების პრობლემასა და სწავლების თითოეული, სკოლამდელიდან უმაღლესი სასწავლებლის ეტაპების ხარვეზებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განხილულეს სამუშაო ადგილების გაზრის, პოლიტიკური თავისუფლების და განსხვავებული შესაძლებლობის პირთა ხელშწყობის საკითხები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)