en
ge

საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია ბათუმში

აჭარა. 8 აგვისტოს,  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა საგრანტო  კონკურსის პირობები, ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს. მასში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც კონკურსის მონაწილეებმა პროექტები 30 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ. მათგან საუკეთესოებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)