en
ge

„მე არ მინდა ომი“, „მე მინდა მშვიდობა“...

შიდა ქართლი. 8 აგვისტოს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისათვის" ორგანიზებით, 2008 წლის 8 აგვისტოს 5 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება - „წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა" მოეწყო.  
წეროვნის ახალგაზრდული სახლის აღსაზრდელებმა შეასრულეს ნამუშევრები მეგობრობის, მშვიდობის, ერთგულების, სიხარულის თემებზე და ამით გზავნილი გაუგზავნეს მსოფლიოს - უარი უთხრეს ომს და ყველანაირ ძალადობას.  
ნამუშევრებში ბავშვებმა საკუთარი ოცნებებით გააფორმეს „მე მინდა მშვიდობა, „მე მინდა, რომ ყველას ერთმანეთი უყვარდეს’’, „მე მინდა ჩემს სამშობლოში დაბრუნება", „მე არ მინდა ომი". ბავშვების ნამუშევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ფოიეში გამოიფინა.
გამოფენა 13 აგვისტომდე გასტანს.
წყარო: cso.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)