en
ge

გამჭვირვალობა ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს დაიცავს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს დაიცავს. ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან ვიცემერები, სამსახურის და განყოფილებების უფროსები, ასევე სხვადასხვა რანგის სპეციალისტები.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ მოკვლეული მასალებიდან დგინდება, რომ ქუთაისის მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლება კანონის დარღვევით განხორციელდა. ...  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუშვებთ ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილებათა გადამეტების ალბათობას, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იყოს დასაბუთებული და ყოველი გადაცდომა დადასტურებული შესაბამისი მოკვლევის შედეგად", ნათქვამია სოციალურ ქსელში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)