თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა განახორციელა პროექტი – „სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის". პროექტის მიზანი იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მონაწილეობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებში, ასევე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში, თბილისის 20 და საქართველოს რეგიონების 35 საპილოტე სკოლის სპორტის 114 პედაგოგი, სპეცპედაგოგები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ პროექტის ინკლუზიური განათლების კონსულტანტის და სპორტისა და ფიზიკური ექსპერტის მიერ.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი სპორტის საუკეთესო გაკვეთილის გამოვლენის მიზნით. გამოვლინდნენ გამარჯვებული პედაგოგები (სულ 6 პედაგოგი), რომელთა გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. პროექტის ფარგლებში შეძენილი ადაპტური სასპორტო ინვენტარი მიეწოდა საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ საპილოტე სკოლას, შეიქმნა გზამკვლევი სკოლის პედაგოგებისათვის „სპორტი სპეციალური საგაბმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის", გაკეთდა პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების ამსახველი ფლეშ-ალბომი, მომზადდა რეკომენდაციები სპორტის მასწავლებლებისთვის ადაპტური სპორტული ინვენტარის გამოყენებაზე.
წყარო:განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდი სოციალურ ქსელში