შიდა ქართლი. 9 აგვისტოს საზოგადოება „ბილიკში" საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო თემაზე – „ტუბერკულოზი". ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო კლუბებისა და ჟურნალისტიკის კლუბის წევრები დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ. საუბარი დაავადებასა და მისი თავიდან აცილების გზებს ეხებოდა.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „ჩვენ ვამარცხებთ ტუბერკულოზს – შემოგვიერთდით!", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ” და საზოგადოება „ბილიკი" „ველფეარ ფანდეიშენთან" (Welfare Foundation) პარტნიორობით ახორციელებენ.
ამავე პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის მოზარდებს შორის გამოცხადებულია საუკეთესო ვიდეორგოლების და ნახატების კონკურსი თემაზე „ტუბერკულოზი". შესარჩევი კომისიის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო ვიდეორგოლი და 3 საუკეთესო ნახატი. აგვისტოს ბოლოს პროექტის დასკვნით, შემაჯამებელ შეხვედრაზე მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ნამუშევრების მიღება წარმოებს საზოგადოება „ბილიკის"ოფისში 2013 წლის 12 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით 18 საათამდე.
წყარო: „ბილიკის" გვერდი სოციალურ ქსელში