სამეგრელო. 9 აგვისტოს, „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა", ასოციაცია „ათინათის" სააქტო დარბაზში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ ცალკეულ საჯარო უწყებათა საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში მიმოხილულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წელს „საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების" შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერები და 2006–2013 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხერო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მივლინებების საკითხი.
ანგარიში მომზადდა კოალიციური პროექტის – „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" – ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში