სამეგრელო. პროექტის – „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" – ფარგლებში, 11 აგვისტოს შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - კახათისა და ახალკახათის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
კოალიციურ პროექტს ახორციელებენ ასოციაცია „ათინათი", „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისი, პროექტი მხარდაჭერილია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ.
წყარო:სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში