სამცხე–ჯავახეთი. 5 აგვისტოს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ახალციხეში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდა. შეხვედრების მიზანია საჯარო ლექციებისა და განხილვების ფორმატში საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება საქართველოს კონსტიტუციურ ისტორიაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მსგავსი შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
წყარო: კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი