იმერეთი. 9 და 12 აგვისტოს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ახალგაზრდული ჯგუფისთვის სოციალურ მედიაზე თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სოციალური მედიის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებისათვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებმა გაიაზრონ, თუ რა როლი აქვს სოციალურ მედიას ზოგადად საზოგადოების მობილიზების სხვადასხვა თემატიკის ადვოკატირების საკითხებში. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის მიღების შესახებ.
თანატოლთა განათლების ტრენინგები ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში