კახეთი. სიქას ორგანიზებით
ევროკავშირის პროგრამის – „ახალგაზრდობა მოქმედებაში" – ფარგლებში 2–10 აგვისტოს, თუშეთში განხორცილედა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი. 9 დღის განმავლობაში 11 ახალგაზრდა საქართველოდან და პოლონეთიდან განიხილავდა თავიანთ ქვეყნებში არსებულ ვითარებას, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ახალგაზრდობა თვითმმართველობაში, სტუდენტური თვითმმართველობები უნივერსიტეტებში, სოციალური მედია, საერთაშორისო და ადგილობრივი მოხალისეობის პროგრამები და შესაძლებლობები, პოლონეთი–საქართველოს საერთო ისტორია და ა შ. პოლონურმა დელეგაციამ 11 აგვისტოს დატოვა საქართველო, დაისახა სამომავლო საერთო სამოქმედო აქტივობებიც, რაც განხორციელდება სექტემბრის ბოლომდე.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში