აჭარა. 12 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა გაეროს გლობალური გამოკითხვის -„ჩემი სამყაროს” – ფარგლებში დისკუსია გამართა. შეხვედრას ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ათასწლეულის მიზნების მოქმედების ვადა 2015 წლისთვის იწურება. მზადდება ახალი გლობალური შეთანხმება, რომლის მიზანიც არის ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის პარტნიორებს სურთ გაიგონ ხალხის აზრი, რა სურს ხალხს, როგორ მსოფლიოში უნდათ ცხოვრება, ცხოვრების რა სფეროებს ანიჭებენ უპირატესობას. დისკუსიის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიეწოდება მსოფლიო ლიდერებს განვითარების ახალი მიზნების განსაზღვრისათვის.