en
ge

მედიის განვითარების ფონდი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

თბილისი. „მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) მედია- მონიტორინგის შედეგები  გამოაქვეყნა თემაზე -„კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში". დაკვირვება, რომლის მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცვა 2012 წლის გაზაფხული. დროის ეს მონაკვეთი საგანგებოდ შეირჩა, ვინაიდან ის ემთხვეოდა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტისა და აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს.
მონიტორინგის ობიექტებად შეირჩა როგორც სატელევიზიო, ისევე ბეჭდვითი მედია საშუალებები. კერძოდ, გაანალიზდა ხუთი ტელეკომპანიის: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, „რუსთავი–2"–ის, „იმედის", „კავკასიისა" და „მაესტროს" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები. ბეჭდვითი მედიიდან დაკვირვება განხორციელდა ყოველკვირეულ გამოცემებში: „კვირის პალიტრაში", „ასავალ–დასავალსა" და „ქრონიკში" დაბეჭდილ პუბლიკაციებზე.
მონიტორინგის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა რაოდენობრივ და შინაარსობრივ კომპონენტებზე.
სრულად
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)