en
ge

სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

გურია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის –„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში, ცნობილი ქართველი სპორტსმენები უფროსკლასელ ვაჟებს გურიასა და აჭარაში შეხვდებიან. შეხვედრებში, რომლებიც 13-14 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას მორაგბეები ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ჭყოიძე, ლექსო გუგავა და კიკბოქსერი გიგა ჭიკაძე მიიღებენ. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის გლობალური კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ეგიდით გამართული ეს სპეციალური ინიციატივა „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდა ვაჟების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის გაზრდას.
ოზურგეთში შეხვედრა გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ჭავჭავაძის ქ. #14; ), 13 აგვისტოს 11:00 საათზე. სპორტსმენები ისაუბრებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩაატარებენ კიკბოქსსა და რაგბიში მასტერკლასებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)