en
ge

მოხეტიალე შუქურა - „ბათუმის ეზოს ისტორიები“

აჭარა. 11 აგვისტოს, რევაზ ლაღიძის  მუსიკალურ სკოლაში, ორგანიზაცია „მიკრო-ფონის" პროექტი - „ბათუმის ეზოს ისტორიები" ოფიციალურად დაიწყო. მოწვეულმა სტუმრებმა: ილეინ ბაკჰოლცი, ფლორ ვენ დეველდა და ძოწემ ღონისძიება წარმოდგენით გახსნეს, რომლის სახელწოდებაცაა –„მოხეტიალე შუქურა".
„ბათუმის ეზოს ამბები" საჯარო ხელოვნების პროექტია, რომლის მიზანია მხატვრების და პროექტში ჩართული ეზოების მაცხოვრებლების შემოქმედებითი თანამშრომლობის საფუძველზე, ამ ადამიანების კულტურული მემკვიდრეობის, ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის, საინტერესო ისტორიების გამოვლენა და მათი ხელოვნების ენით გადმოცემაა. 
პროექტის ფარგლებში ბათუმელი, საქართველოს სხვა რეგიონებიდან მოწვეული და უცხოელი მხატვრები თანამშრომლობენ ძველი ბათუმის წინასწარ შერჩეული ეზოების მაცხოვრებლებთან.  14 დღის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ეზოებში, პროექტის ბოლო 3 დღის განმავლობაში, გამოიფინება. გამოფენები ქუჩასა და ეზოებში გარკვეული დროით სრულიად შეცვლიან ეზოების იერსახეს და მის მობინადრეთა აქამდე უცნობ, საინტერესო ამბებს გააცნობენ საზოგადოებას.
პროექტი ყოველწლიურია და მისი ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„ბათუმის ეზოეს ისტორიების" ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები 23, 24,25 აგვისტოს გამოიფინება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)