en
ge

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე რუსთავში

ქვემო ქართლი. სიქას ქართველი და ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით 12 აგვისტოს რუსთავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინიციატივას შეურთდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები.
ახალგაზრდებმა მოამზადეს პოსტერები – „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო მსოფლიოში", „შექმენი უკეთესი ხვალინდელი დღე", „გაქვს სურვილი შეცვალო - შემოგვიერთდი" და სხვა. ქუჩის აქციის შემდეგ სიქას ახალგაზრდა მოხალისეებმა და ორგანიზაციის წევრებმა ჩაატარეს სემინარი ახალგაზრდებისათვის, რომელზეც ისაუბრეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის შესახებ. სემინარის მთავარი თემა გახლდათ მოხალისეობა. წარმოდგენილი იყოს პრეზენტაცია „რატომ უნდა გავხდე მოხალისე", სადაც ახალგაზრდებს გააცნეს მოხალისეობის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოხალისის პიროვნული კომპეტენციების ზრდაში, ასევე სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ.
ამერიკელმა და ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მათი მოხალისეობრივი გამოცდილების თაობაზე, ასევე რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად დასახეს ერთობლივი სამოქალაქო აქტივობები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)