en
ge

მოსახლეობის ფორუმის შედეგების პრეზენტაცია

იმერეთი. 13 აგვისტოს, „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა" ორგანიზებით და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა მოსახლეობის ფორუმის შედეგების პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე წარმოადგინეს მოსახლეობის ფორუმის შედეგები, ფორუმზე შემუშავებული საპროექტო იდეები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საცხოვრებელი გარემო; თანამშრომლობა და მოსახლეობის თანამონაწილეობა ქალაქის მართვაში; განათლება; ეკონომიკა; კულტურა; ტურიზმი; ინფრასტრუქტურა; უსაფრთხოება; შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის და სხვა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ღია დიალოგის წარმართვას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის კუთხით და მოსახლეობის ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  შეხვედრას ესწრებოდნენ ფორუმის მონაწილეები, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები - ქუთაისის მერის აპარატის, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)