13 აგვისტოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მარტვილის, ხობის, ჩხოროწყუს, სამტრედიის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ფონდის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს თუ დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში