თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გაავრცელა საპასუხო განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურში საჯადრო პოლიტიკის კვლევის ანგარიშთან დაკავშირებით.
„ვეხმაურებით საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკის შესახებ ჩვენი კვლევის თაობაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე 9 საათიან კურიერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ გათავისუფლების მიზეზთა შორის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოტივი იყო. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ასეთი რამ ჩვენს კვლევაში მითითებული არ არის. ანგარიშში საუბარია ცალკეულ რამდენიმე შემთხვევაზე, სადაც ჩვენმა ორგანიზაციამ გამოთქვა ეჭვი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანთა გათავისუფლება პოლიტიკურად შეიძლება ყოფილიყო მოტივირებული", ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გავრცელებული განცხადებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა.
წყარო: transparency.ge