en
ge

ტრენინგი სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომლებისათვის

მცხეთა–მთიანეთი. 2012 წლის 3-5 აგვისტოს ყაზბეგში, სასტუმრო „რუმს ყაზბეგი" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართება 2 დღიანი
სემინარი/ტრენინგი - სამედიცინო მედიაციის საკითხებზე, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე. სემინარი/ტრენინგი იმართება „ღია საზოგადოება ფონდების" მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვა ჯანდაცვის სფეროში მედიაციის განვითარების ხელშეწყობის გზით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია " ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში."
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ჯანდაცვაში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების უპირატესობები და პერსპექტივები, მოქალაქეთა სარჩელების განხილვისა და რეაგირების პროცედურა. სემინარზე განხორციელდება სამედიცინო მედიაციის იმიტირებული პროცესების და პრაქტიკულ სავარჯიშოების განხილვა.
ტრენინგის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში მედიაციის დამკვიდრების ხელშეწყობა, იმიტირებულ პროცესებზე პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვა და მედიაციის პროცესის უპირატესობების დაფიქსირება.
წყარო: osgf>ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023