en
ge

ბათუმის დაფარული ისტორიები

აჭარა. 11-12 აგვისტოს, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ლიდია მეთიუსმა და ელეინ ბაქჰოლცმა ბათუმის „Backyard Stories” პროექტი განახორციელეს. კულტურული ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივი ხელოვანები და ბათუმის მაცხოვრებლები ქალაქის უბნებში დაფარული ისტორიის აღმოჩენისა და გამოფენის მიზნით შეიკრიბნენ. კურატორებმა სინათლის, ხმის, ვიდეოსა და ქანდაკების გამოყენებით წარმოაჩინეს, თუ როგორ შეუძლია შუქსა და ხმას გარდაქმნას ჩვეულებრივი განსაკუთრებულ და იდუმალ გარემოდ. მსურველები ბათუმში ღია ავტომობილით მოძრაობდნენ, რათა თავად განეცადათ სინათლის მოძრავი შოუ, რომელიც ადგილობრივ არქიტექტურას, ძველ ქალაქს და სხვა სივრცეებს მაღალი გამოსახულებისა და ვიზუალური გარდასახვის კომბინაციით ანათებდა. ცოდნის გაზიარების მიზნით ელეინ ბაქჰოლცმა შუქის მონტაჟის შესახებ ბათუმის პრეს კაფეში პრეზენტაციას უმასპინძლა.
წყარო: აშშ–ს საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023