en
ge

ინოვაციური პროექტი უსაფრთხო მოძრაობისთვის –„მეგობრული გზები“

თბილისი.ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ორგანიზაცია „ელვა" იწყებენ ახალ ინოვაციურ პროექტს – „მეგობრული გზები". პროექტის მიზანია აღმოიფხვრას შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებპორტალი www.megobruligzebi.ge, სადაც განთავსდება საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი ინფორმაცია (ფოტო, ვიდეო) გზებზე საშიში ადგილების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი და ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის და ორგანიზაციისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების დამონტაჟება, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების გამართვა, სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადება.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მოუწოდებს ყველას მიიღონ მონაწილეობა და მიაწოდონ ინფორმაცია შავი წერტილების შესახებ, რათა ერთად შევძლოთ საგზაო უსარფხოების გაუმჯობესება საქართველოში.  პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით და მიაწოდეთ ინფორმაცია ელ–ფოსტით: info@safedrive.ge, jonne@myelva.com, georoadsafety@gmail.com ან ტელეფონით 995 558240401, +995 599062211. 
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ დასავლეთის მარტვის ინსტიტუტისა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)