en
ge

რეგიონული კოალიციის შეხვედრა ბუქარესტში

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ რეგიონული კოალიციის „ChildPact"–ის საბჭოს შეხვედრაზე. ორგანიზაცია 2012 წელსგ აწევრინდა საქართველო კოალიციაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, თავად კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კი შედის შავი ზღივს რეგიონულ კოალიციაში ChildPact.
ChildPact არის კოალიციათა კოალიცია და იგი ამჟამად საქართველოს გარდა 8 ქვეყნის კოალიციებს აერთიანებს: რუმინეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, სერბეთი, კოსოვო და ალბანეთი. ChildPact–ის ძირითად მიზანს შავი ზღვის მიმდებარე რეგიონში ბავშვთა დაცვის საკითხების ადვოკატობა წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით.
ივლისში გამართულ ChildPact–ის საბჭოს შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, რეგიონული თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ბავშვთა დაცვის საკითხებში, ბავშვთა დაცვის ინდექსის შექმნა და გამოყენება რეგიონში, და ერთობლივი ადვოკატობის შესაძლებლობები წევრი ქვეყნების თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)