აჭარა. ასოციაციამ „ღირსეულმა სიბერემ"
ტრადიციული საქველმოქმედო კვირეული – „ჩვენც დავბერდებით" დაიწყო.
მისი მიზანია საზოგადოებაში ქველმოქმედების და მოხალისეობის კულტურის განვითარება.
ახალგაზრდული მოხალისეთა ჯგუფები სპეციალური მაისურებით და შუშის ყულაბებით ქობულეთის თითქმის ყველა ხალხმრავალ უბანს ეწვევიან, გავრცელდება საინფორმაციო მასალა, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა. შეგროვებული თანხა მოხმარდება უმწეო ხანდაზმულთათვის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენას, რომლებსაც მოხალისეები ბენეფიციარებს მარიამობის დღესასწაულზე გადასცემენ.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში