en
ge

კახეთის რეგიონალური განვითარების 5 წლიანი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

კახეთი.  3 აგვისტოს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი  ორგანიზაციის ,,სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელიც კახეთის რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფის გეგმის პრეზენტაციასა და 2012-2017 წლების სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო განვითარების საბჭოს მიერ. პროექტის განხილვას სამუშაო ჯგუფის გარდა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო მოსამსახურეები, ბიზნესმენები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის კოორდინატორის, ლიზა სოფრომაძეს თქმით, პროექტის მიზანია კახეთის ეფექტიანი მართვა და განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება: ,,კახეთი გუბერნატორის სამსახურთან არის შექმნილი რეგიონალური განვითარების საბჭო, რომელიც მუშაობს კახეთის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე. სამუშაო ჯგუფი უშუალოდ იძიებს ინფორმაციებს, ამუშავებს და აყალიბებს სტრატეგიას. ჯგუფის წევრები არიან ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა. პროცესი არის გამჭვირვალე, ვცდილობთ ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაიწყო უკვე ჯგუფის მუშაობა 5 წლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე და რომლის ბოლო ვადა არის 16 ოქტომბერი. გვქონდა შეხვედრა ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე დაგეგმილი გვაქვს შევხვდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს".
სათათბირო ორგანო რეგიონული განვითარების საბჭო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მიერ შეიქმნა. პროექტის ფარგლებში სტრატეგიაზე მუშაობისას სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (GTZ) მჭიდროდ თანამშრომლობს თანამშრომლობს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)