15-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ თეოდოსიაში (უკრაინაში) ჩატარდება კრეატიული სემინარი საერთაშორისო პროექტის
– „კულტურის ახალი სიცოცხლე: ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობის" – ფარგლებში.
10 დღის განმავლობაში 21 ახალგაზრდა ხელოვანი უკრაინიდან, საქართველოდან და სომხეთიდან იმუშავებს ქალაქსა და უშუალოდ თეოდოსიის ანტიკური ხანის მუზეუმში, ჩაატარებენ ფოტო გამოფენას და განავითარებენ თავიანთ შემოქმედებით იდეებს სამუზეუმო სფეროში.
აღნიშნული შემოქმედებითი ვორქშოფი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ღონისძიებათაგანი, რომლებიც ტარდება 2012 წლის სექტემბერი - 2013 წლის სექტემბრის პერიოდში.
წყარო: cso.ge