en
ge

ერთი სამუშაო დღე საჯარო რეესტრში

თბილისი. 16 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციული კავშირის" და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თხუთმეტმა რუსთაველმა მზრუნველობამოკლებულმა მოზარდმა სააგენტოში ერთი სამუშაო დღე გაატარა. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მოზარდებს გააცნეს სამსახურის ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა, უპასუხეს მათ შეკითხვებს სამუშაო პროცესთან და მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით. ბავშვებმა დაათვალიერეს ტექნიკური ინფრასტრუქტურა, სკანირების ცენტრი, ელექტრონული და ქაღალდის არქივები. სტუმრობის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული მოზარდების სოციალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების სტიმულირება.
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)