თბილისი.თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური რეკლამის
განთავსებაზე უარი უთხრა, ამის შესახებ ინფორმაციას media.ge ავრცელებს. უარის საფუძვლად
მაუწყებლის გენერალურ დირექტორს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის
მეორე მუხლი მოჰყავს. ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე: „ჩვენი ვიდეორგოლი უდავოდ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ არის მიმართული, რადგან ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც იურიდიული დახმარებისთვის არა აქვთ საშუალება კერძო იურიდიულ კომპანიებს მიმართონ, აქედან გამომდინარე, სოციალური რეკლამა ვერ ჩაითვლება კომერციულ რეკლამად, მითუმეტეს, ჩვენი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და კომერციული მიზნები არ გაგვაჩნია", ნათქვამია საიტზე.
წყარო: media.ge