თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის
ცენტრმა (EMC) აგვისტოდან დაიწყო ახალი პროექტი „საჯარო სკოლებში სეკულარული და
ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა". პროექტი
დაფინანსდა ბრიტანეთის საელჩოს მიერ. პროექტის მიზანია "კვლევის საფუძველზე იმ სისტემური პრობლემების გამოვლენა, რაც ხელს უშლის განათლების სფეროში რელიგიურად ნეიტრალური და ტოლერანტული გარემოს არსებობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში..
კვლევა საჯარო სკოლების პრაქტიკასა და სახელმწიფო
პოლიტიკის შესწავლის მიმართულებით განხორციელდება, რომლის შედეგების საფუძველზე
მომზადდება დოკუმენტი და შემუშავდება რეკომენდაციები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში