თბილისი. პროექტ
„დამოუკიდებლობა 4"– ის ფარგლებში საქართველოში, 18–23 აგვისტოს, პოლონელი სპეციალისტები
ჩამოვლენ. პროექტს ორგანიზაციები „მარიანი", ასოციაცია „სათავე" და პოლონური არასამთავრობო
ორგანიზაცია „არი არი" ახორციელებენ. პოლონელი სპეციალისტების მიზანია სუპერვიზია გაუწიონ
ქართელ ჰიპოთერაპევტებს, ისინი შეაფასებენ მათ მუშაობას და მათთან ერთად დაისახავენ
რეაბილიტაციის სისტემის განვითარების გზებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჰიპო და დოგოთერაპევტებთან,
ფსიქოლოგებთან, უსინათლოთა სივრცეში ორიენტაციის ინსტრუქტორებთან, ბენეფიციარებთან
და მათი ოჯახის წევრებთან.
ივნისში ამავე
პროექტის ფარგლებში საგარეჯოს სარეაბილიტაციო ცენტრში მოეწყო ჰიპოთერაპიის ბანაკი უსინათლო
და მცირემხედველი ბავშვებისთვის.
წყარო: „მარიანის"
გვერდი სოციალურ ქსელში