თბილისი. ვებგვერდი media.ge ავრცელებს მედიის განვითარების ფონდის
განცხადებას, რომელიც ეხმაურება „გურიის მოამბისთვის" ადგილობრივი ხელისუფლების
მხრიდან გაზეთის ორი ოფისისთვის უზუფრუქტის გაუქმებას.
„...მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც ამა თუ იმ ფორმით პრობლემებს შეუქმნის მედიის საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე" ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: media.ge