სამეგრელო. 18 აგვისტოს გაიმართა
შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ყულიშკარისა და ჯიხაშკარის მოსახლეობასთან.
შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" კოალიციური პროექტის – „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" – ფარგლებში.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
წყარო: საოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი