თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილესთან, ბატონ ფლორიან გუბლერთან. ასოციაციამ შეხვედრაზე წარადგინა თავისი პოზიცია კონსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ბატონმა გუბლერმა გააცნო ასოციაციას წარმომადგენლობის შეხედულება აღნიშნულ ცვლილებებზე და, შვეიცარული მხარის სახელით, გამოთქვა სურვილი საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციასთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში