თბილისი. „ქუჩის აკადემია" – ასე
ჰქვია ინტერნეტ მაუწყებლის „არტარიას" ახალ პროექტს, რომელიც რამდენიმე კვირის
განმავლობაში საზოგადოებას მეცნიერების, დიზაინერების, არტისტების, ლექტორების,
ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიისა და იდეების ადამიანების
ლექციებს სთავაზობს.
ღია ცის ქვეშ გამართული
ლექციებზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია
19 აგვისტოს, 19:00
საათზე გაიმართება ლევან ბერძენიშვილის ლექცია: „ვაჟა ჩვენი თანამედროვე". მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის
10.
წყარო: ღონისძიების გვერდი სოციალურ ქსელში