en
ge

შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

ქვემო ქართლი. ცსკ–მ 17-18 აგვისტოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრები გამართა. 17 აგვისტოს შეხვედრა სოფელ აიაზმაში (წალკის რაიონი) შედგა, 18 აგვისტოს კი მარნეულის რაიონში. შეხვედრები სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სოფელ აიაზმაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველმა”, „საარჩევენო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ამომრჩევლის როლის გააქტიურების” პროექტის ფარგლებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით გამართა შეხვედრები. ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირმა”, მარნეულის სამ სოფელში გამართა მოსახლეობასთან შეხვედრები, რაც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნულ სოფლებში, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ღია ცის ქვეშ. პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ არჩევნების დღეს საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს.
წყარო: cesko.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)