en
ge

„ახალგაზრდები მოქმედებაში“

აჭარა. 6 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირმა „პროგრესმა" გამართა პრესკონფერენცია ორი ახალგაზრდული კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით,  რომლებიც ხორციელდება პროექტის   „ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში.
ესენია:
სპეციალური სტაჟირების პროგრამა აქტიური ახალგაზრდებისათვის ჩეხეთის რესპუბლიკაში კერძოდ, ქალაქებში პრაღა და ტეშინი, სადაც მონაწილე ახალგაზრდები მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან სტაჟირებას.
კონკურსი ფოტოხელოვანებისათვის. სამოქალაქო აქტივობის თემატიკაზე შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური გამოავლენს და გამარჯვებული ფოტოების ან ფოტო–სერიების ავტორები დაჯილდოვდებიან. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით.
კავშირ „პროგრესის" ელ–ფოსტა: tvitmmartveloba@gmail.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023