en
ge

ჰუმანიტარების დღე

ქვემო ქართლი. საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) ოფისში, რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მშვიდობის კორპუსის და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 19 აგვისტოს მსოფლიო ჰუმანიტარების დღესთან დაკავშირებით სემინარი მოაწყვეს. სემინარზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმები მსოფლიოში ჰუმანიტარული საქმიანობების შესახებ. უცხოელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში, განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობები. რუსთაველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ჰუმანიტარული საქმიანობის კუთხით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)