en
ge

ტრენინგები თემაზე: გარემოს დაცვა და წიაღის მოპოვება

იმერეთი. 12-14 აგვისტოს და 16-18 აგვისტოს CENN-ის რეგიონული ინიციატივის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში ფარგლებში ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები. ტრენინგების თემა იყო გარემოს დაცვა და წიაღის მოპოვება. შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში დაარსებული დარკვეთისა და გელათის ქალთა საბჭოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, აქტიური ქალები, პედაგოგები.
ტრენინგის მონაწილეების გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასარგებლო წიაღირსეულის მოპოვების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულირება, ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა, ასევე ადგილობრივი მაცხოვლებლების უფლებები და სხვა.
ტრენინგის ბოლოს მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება ქალთა გაძლიერებასა და ჩართულობაზე, ასევე გაიმართა დისკუსია.
ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდის EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)