en
ge

ლიცენზირებული ტყეების დამოუკიდებელი მონიტორინგი თიანეთში

მცხეთა–მთიანეთი. ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის (IFM) ექსპედიაცია თიანეთის ტყეებს გასულ კვირას ეწვია. CENN–ის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივის (OECI) კოორდინატორები საქართველოს 7 რეგიონიდან, სატყეო დარგის ექსპერტები და ოცწლიანი ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან ვუდ ენდ ინდასტრიალ დეველოფმენტის" წარმომადგენლები. ექსპედიცია შეთანხმებული იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. შემოწმდა როგორც ჭრაგავლილი, ასევე ჭრაში დანიშნული ტყეკაფები.
დასკვნები და რეკომენდაციები ლიცენზიანტს და სახელმწიფო სტრუქტურებს ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ანგარიშის სახით გადაეცემა. ანგარიშში ძირითადი აქცენტი სწორედ ჭრაში დანიშვნისა და ჩახერგილობის კომპლექსურ პრობლემებზე გაკეთდება.
ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)