თბილისი. ორგანიზაციამ „ჯამპსტარტ საქართველომ" C ჰეპატიტზე ვიზუალიცაცია
განათავსა – „ნუ დაელოდები სიმპტომებს, გამოიკვლიე". ვიზუალიზაცია C ჰეპატიტის
სტატისტიკასთან ერთად გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯებსაც ასახავს.
„საქართველოს მოსახლეობის 6.7% ინფიცირებულია C ჰეპატიტით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობის 5%-ის ინფიცირება მაღალ მაჩვენებლად ითვლება. საქართველოში რეგისტრირებული 200 000 ინფიცირებული ადამიანიდან 22% საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, თუმცა მხოლოდ 1%-მა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობის გავლა.
C ჰეპატიტის შემთხვევათა 75% უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვირუსის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში კი განკურნების შანსი 50%-ით იზრდება", ნათქვამია
ვებგვერდ ფერად ინფოზე.
წყარო: feradi.info