თბილისი.ცვლილებები შევიდა საგადასახო კოდექსში, რომელიც არასამეწარმეო
იურიდიული პირებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დაბეგვრას ეხება. სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს
პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შემდეგი ცვლილებები შეიტანა: განიმარტა ტერმინი
„შემოწირულობა", როგორც ,,ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება,
მათ შორის, ფულადი სახსრები".
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საგადასახადო კოდექსის
117–ე მუხლი. აღნიშნული დებულების თანახმად, ბიზნეს ორგანიზაციებსა და მეწარმე ფიზიკურ
პირებს საშუალება ეძლევათ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითონ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე
გაცემული თანხა, ასევე უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლისა და უფასოდ გაწეული მომსახურების
საბაზრო ფასი.