en
ge

ტრენინგები ,,მედია ცენტრ კახეთში“

კახეთი.ქალაქ გურჯაანში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ  „მედია ცენტრმა კახეთმა" შეხვედრა გამართა  ახალგაზრდა მოხალისეებთან და ადგილობრივი საზოგადოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  თემებზე:  NGO ქსელების შექმნა და მოხალისეობრივი რესურსების მართვა.
შეხვედრას ადგრილობრივი ახალგაზრდული ჯგუფების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებს განემარტათ თუ რა არის ქსელური მუშაობა, რისთვის გვჭირდება ქსელი, რა როლს ასრულებენ ქსელები სამოქალაქო პროგრამების განხორციელებაში, რა ტიპის ქსელები ფუნქციონირებს და ა.შ.
მოხალისეობრივი რესურსების მართვაში ყურადღება დაეთმო მოხალისეთა მოზიდვის ხერხებს, მოხალისეთა კვალიფიკაციას, მათ სწორ შერჩევას, იმ ძირითად პრინციპებს, რის მიხედვითაც უნდა შეირჩას მოხალისე და როგორ შეინარჩუნონ ისინი.  მაკა ხაზიური, ,,მედია ცენტრ კახეთის" ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი: ,,ტრეინინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ  დისკუსიაში. შეხვედრა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. საინტერესო იყო მოხალისეთა მართვის თემა და განსაკუთრებით კი, მათი შენარჩუნება, მათი სწორად შერჩევა და მათზე საქმის სწორად და თანაბრად გადანაწილება. როგორც მათ აღნიშნეს, დღევანდელი ცოდნით უფრო გაუადვილდებათ საქმიანობა და ამ რჩევებს სამომავლოდა აუცილებლად გამოიყენებენ სხვადასხვა პროექტებში".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)