თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული ათი პირის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. „სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთი პირის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, სამი – ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით ქუთაისის მერიიდან 86 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო მერის ორი მოადგილე – სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეში დარღვევის მოტივით". 12 მათგანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იცავს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში