თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს, რომელიც ნიგვზიანსა და წინწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების კვლევასა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას მოიცავს. კვლევა მოიცავს როგორც კონფლიქტების დარეგულირების პროცესშისახელმწიფოს როლის შეფასებას რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა დასამართლიანობის პრინციპების საფუძველზე, ისე კონფლიქტების სოციალური, პოლიტიკურიდა კულტურული კონტექსტების თეორიულ ანალიზს.
პროექტის ფარგლებში, 20 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა კვლევის პირაველადი შედეგები და რეკომენდაციების პროექტი წარადგინეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში